English
ქართული
Русский
ჩვენი გვერდი Facebook-ზე
ჩვენი არხი YouTube-ზე
  
ფიზიკურ- ქიმიური შემადგენლობა % -ში
ბიოჰუმუსი
საერთო
ჰუმუსი %-ში
ორგანული
ნივთიერე-
ბები %-ში
20-35
ქიმიური ელემენტები %-ში
”გუმი-პრიმი”
50-57
N-1.2 და მეტი; P2O5-1.1 და მეტი, K2O-0.5 და მეტი, ჩაO-4.5 და მეტი,MMგO- 1.0 და მეტი.
      ნაკელი   ბიოჰუმუსი
სარეველების თესლები           კი           არა
ეკოლოგიური სისუფთავე          არა           კი
პათოგენური მიკროფლორის არსებობა           კი           არა
1-მეასედზე შესატანი ნორმა კარგი მოსავლისათვის      600-900კგ        40-80კგ
ძლიერი იმუნიტეტის უზრუნველყოფა          არა            კი
ნიადაგში მძიმე მეტალების და რადიონუკლიდების შეკვრა          არა            კი
მიღებული პროდუქციის ეკოლოგიური სისუფთავის გარანტია          არა            კი
სუნი          კი           არა
უსაფრთხოება ნიადაგისათვის          არა            კი
კომპონენტი სასათბურე  და საჩითილე გრუნტის ნარევისათვის          არა            კი
მცენარის მიერ 100% იანი ათვისება          არა            კი
გამოყენება გაზონებისთვის და ოთახის ყვავილებისათვის          არა            კი
Picture 006 Picture 007
Picture 001 Picture 002 Picture 004
ცნობილია, რომ  მსოფლიოს  ნომერ პირველი პრობლემა სულ მალე გახდება დედამიწის მოსახლეობის მომარაგება ჯანმრთელი სურსათის პროდუქტებით. მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, ჯანმრთელი პროდუქტის დეფიციტს უკვე 2020 წლიდან პროგნოზირებენ. პრობლემის ერთ-ერთი მიზესთაგანია სასოფლო-სამეურნეო ნიადაგების ქიმიური დაბინძურების და გამოფიტვის სწრაფი ტენდენცია. ამის შედეგი კი ხდება ნიადაგის ნაყოფიერების დონის კლება და მისგან მიღებული პროდუქტების ხარისხის ვარდნა. (ხშირ შემთხვევაში მისი უვარგისობა)                                                  
                                                                                                   გ.გეჯაძე
რატომ  ბიოჰუმუსი?
      
თანამედროვე მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ადამიანს შეუძლია დააჩქაროს ნიადაგის პრო-დუქტიულობის აღდგენა, შექმნას „ცოცხალი მიწა’'. სწორედ ამ პროცესს ემსახურება ბიოჰუმუსის შეტა-ნა ნიადაგში.ყველა განვითარებულ ქვეყანაში პრიორიტეტული ხდება ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების წარმოება. ამიტომ დღითი-დღე მატულობს ეკოლოგიურად სუფთა ორგანული სასუქების წარმოებაგამოყენება.                                                                                                                                              
ბიოჰუმუსი  წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ, ბიოლოგიურად აქტიურ ორგანულ სასუქს, რომელიც მიიღება ორგანული ნარჩენების გადამუშავების მეთოდით, სადაც მთავარ როლს  წვიმის ჭია (ჭიაყელა) ასრულებს.                                                                         
ბიოჰუმუსი არის კონცენტრირებული ორგანული სასუქი. მასში დაბალანსებულია მთელი რიგი კომპლექსური საკვები ნივთიერებები. მასში შედის მცენარისათვის აუცილებელი მიკრო- ელემენტები, ფერმენტები, ნიადაგის ანტიბიოტიკები, ვიტამინები, მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის აუცილებე-ლი ჰორმონები  და რაც მთავარია ჰუმინური მჟავების მთელი კომპლექსი. ბიო-ჰუმუსი და მისგან მიღე-ბული ბიო-პრეპარატების ინტენსიური გამოყენება სწრაფად აღადგენს დაუძლურებულ ნიადაგის აგრო-ტექნიკურ  მაჩვენებლებს. საგრძნობლად ამცირებს ნიადაგში ნიტრატებისა და ქიმიურ ნარჩენების დონეს, ასუფთავებს მძიმე მეტალებისაგან, აფერხებს პათოლოგიური მიკრო-ფლორის განვითარებას. ასუფთავებს სავარგულებს სარეველა ბალახისგან. ბიოჰუმუსის  გამოყენება საგრძნობლად ამცირებს მინერალური სასუქების და შხამ-ქიმიკატების რაოდენობას და დონეს. ზრდის მოსავლიანობას და ამცირებს ცოცხალი შრომის დანახარჯებს.                                                                                                 
ჩვენს მიერ წარმოებული სასუქის მომხმარებელთა წრე ძალიან ფართოა. კერძოდ: ყველა ბიო-პროდუქტების მწარმოებელი ფირმა თუ ფერმერი, სასათბურე და სანერგე მეურნეობები, მევენახეობის თუ მებოსტნეობის სფეროები, ქალაქის გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამსახურები, სპორტული მოედნების მომსახურე ფირმები,  ყვავილების  მოყვარული ყველა დიასახლისი თუ ოფის-მენეჯერი. მეცხოველეობის, მეფრინველეობის და მეთევზეობის სფეროები (ჭიაყელის ბიომასა უნიკალური და საკმაოდ ძვირადღირებული საკვები დანამატია)
ბიოჰუმუსი - ეს არის 100%-იანი ორგანული სასუქი და ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღების ერთადერთი გარანტი. მოქმედების ეფექტი  მისი ნიადაგში შეტანიდან  4-5 წლის განმავლობაში გრძელდება. სხვადასხვა კულტურებში  მოსავლიანობას ზრდის 30-70%-ით.                                                                                                                                                ბიოჰუმუსი  10-15 ჯერ უფრო ეფექტურია ნებისმიერ სხვა ურგანულ სასუქებს შორის და აბსოლუტურად უვნებელია ნებისმიერი სახის ნიადაგისათვის.
                  ბიოჰუმუსის უპირატესობა სხვა ორგანული სასუქების მიმართ:
1 - არ შეიცავს სარეველა ბალახის თესლებს.
2 - არ შეიცავს პათოგენურ მიკროფლორას.
3 - არ შეიცავს მძიმე მეტალებს.
4 - არ გააჩნია ადაპტაციის პერიოდი.
5 - არ გამოირეცხება ნიადაგიდან.
6 - ასუფთავებს ნიადაგს ნიტრატებისაგან.
7 - ამდიდრებს ნიადაგს ყველა საჭირო მიკროელემენტებით.
8 - მცენარე ბიოჰუმუსს პრაქტიკულად 100% ით ითვისებს.
                                                                            
                                                                                                             გ. გეჯაძე
ბიოჰუმუსი „გუმი-პრიმი“-ს  შემადგენლობა
           ბიოჰუმუსის უპირატესობის მაჩვენებლები ნაკელისა და მინერალური სასუქების მიმართ

ბიოგუმუსი როგორც ვიცით წარმოადგენს უნიკალურ მიკრობიოლოგიურ მინერალურ სასუქს, რომელიც მიიღება შინაური ცხოველის ნაკელისა და სხვადასხვა მცენარეული ნარჩენების გადამუშავებით ჭიაყელის მიერ. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო მიწები სწრაფად კარგავენ აგროქიმიურ და ბიოტექნიკურ მაჩვენებლებს. თანამედროვე სასუქები კი იწვევენ ნიადაგის დაბინძურებას ნიტრატებითა და მძიმე მეტალებით. ესენი კი აუარესებენ პროდუქტის ხარისხს და ხშირ შემთხვევაში მათ ხდიან ჯანმრთელობისათვის სახიფათოს.
ბიოგუმუსის მთავარი ღირსება სწორედ ნიადაგის გაჯანსაღებაა. იგი საგრძნობლად აუმჯობესებს ნიადაგის აგროქიმიურ მაჩვენებლებს, იზრდება ნიადაგის აერაციული დონე, მატულობს ჰიდროლოგიური მონაცემებიც. ყველაფერი აქედან გამომდინარე მაღლდება საერთო პროდუქტიულობა, საგრძნობლად უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი და ხდება პრაქტიკულად ეკოლოგიურად სუფთა.                                                                                                                                         
რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ამ მხრივადაც მომგებიანია ბიოგუმუსის მასშტაბური გამოყენება. ნაკელისა და  მინერალური სასუქის ეფექტურობა ნიადაგში შეტანიდან მესამე წელს ფაქტიურად ნულს უტოლდება,გუმუსი კი მუშაობას განაგრძობს 5-6 წელი. მინერ-სასუქი აჩქარებს როგორც კულტურულ ასევე სარეველა მცენარეების ზრდა-განვითარებას.
ბიოგუმუსის ხშირი შეტანა კი ფაქტიურად ასუფთავებს ნიადაგს სარეველებისაგან რადგან ნაკელისაგან განსხვავებით მასში არ არსებობს მათი თესლები. აქედან გამომდინარე ძირეულად მცირდება მექანიკური შრომის დანახარჯი სარეველებისაგან განთავისუფლებისათვის. 1 ჰა ფართობის მქონე ტერიტორიაზე თუ საჭიროა 40-60 ტ. ნაკელის შეტანა, იგივე ეფექტი მოაქვს  3-5ტ. გუმუსის შეტანას. ე.ი.აქაც იზოგება ცოცხალი შრომა.
Designed by Azazzzello