7.5. ბიოჰუმუსში არსებული ნივთიერებების ხსნად ფორმებს: ჰუმატები, ფულვო-მჟავები, ამინომჟავები, ბუნებრივი
ფიტოჰორმონები, ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები და ნიადაგ-წარმომქმნელი ბაქტერიების სპორები.
თხევადი ბიოჰუმუსის დანიშნულება: მცენარეთა თესლების ჩალბობა თესვის წინ, შესხურებით და მორწყვით
კვება მარცვლოვნების, ბოსტნეულის, ბაღჩეულის, ხილ-კენკროვნების, დეკორატიული და სხვა კულტურებისათვის.
ქოთნისა და ეზოს ყვავილების ზრდის სტიმულირება და ყვავილობის პერიოდის გახანგ-რძლივება. მოჭრილი
ყვავილების შენახვის გახანგრძლივება.
თხევადი ბიოჰუმუსის მეშვეობით შეგვიძლია ვაწარმოოთ მაღალხარისხოვანი და ეკოლოგიურად სუფთა სოფლის
მეურნეობის პროდუქტები. შევამციროთ პროდუქტის დანაკარგი შენახვის პერიოდში.
გამოყენების წესები: დათესვის წინ თესლის დასალბობად მზადდება მუშა ხსნარი 1:20 (1ლტ. სასუქი-20ლტ. წყალში). მუშა ხსნარით დამუშავების ხანგრძლივობა განსხვავებულია კულტურებისათვის:
შენახვისა და უსაფრთხოების წესები: თხევადი ბიოჰუმუსი შეინახეთ მზისგან დაცულ ადგილზე. შენახვის ვადა 18 თვე. გაყინვის შემთხვევაში, შემდეგი გალღობით თვისებებს არ კარგავს. დასაშვებია ნალექის წარმოქმნა. გამოყენების წინ კარგად შევანჯღრიოთ. უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს არ საჭიროებს მაგრამ დაიცავით ელემენტარული ჰიგიენური ნორმები.